თეგებით ძიება
10. 07. 2024 მსოფლიო

პოლონეთის გენშტაბის მეთაური: ჩვენი ძალები სრულმასშტაბიანი ომისთვის უნდა მოვამზადოთ

პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ვიესლავ კუკულა ამბობს, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომისთვის უნდა მოემზადოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვების პარალელურად რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან ვარშავა სამხედროების რაოდენობას ზრდის.

"დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ძალები სრულმასშტაბიანი ომისთვის მოვამზადოთ, არა ასიმეტრიული ტიპის კონფლიქტისთვის... ეს გვაიძულებს ვიპოვოთ კარგი ბალანსი სასაზღვრო მისიებსა და არმიაში ინტენსიური ვარჯიშის შენარჩუნებას შორის." – თქვა პოლონეთის გენშტაბის მეთაურმა.

ამას გარდა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ბეიდამ აღნიშნა, რომ აგვისტოში პოლონელი სამხედროების რიცხვი აღმოსავლეთ საზღვარზე 6000-დან 8000-მდე გაიზრდება და მზადყოფნაში იქნება დამატებითი 9000 ჯარისკაცი, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, საზღვრის გამაგრება 48 საათში შეეძლებათ.

მაისში პოლონეთმა გამოაცხადა ახალი, $2.5-მილიარდიანი პროგრამა "აღმოსავლეთის ფარი", რომელიც ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებზე თავდაცვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროცესის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება.

ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე სიტუაცია ჯერ კიდევ 2021 წელს დაიძაბა, როცა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ მიგრანტებს ზეწოლისთვის იყენებდა და მათ გამყოფი ხაზის არალეგალურ კვეთაში ეხმარებოდა. 

მომავალ წლებში პოლონეთი აპირებს, რომ შეიარაღებული ძალების პერსონალის რაოდენობა გასული წლის 190 000-დან 300 000-მდე გაზარდოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა