თეგებით ძიება
10. 07. 2024 მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივით უზრუნველყოფა

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივით უზრუნველყოფა.

„[უკრაინის] შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია მაღალი სულისკვეთების შენარჩუნება. ამისათვის მათ სჭირდებათ პერსპექტივა. ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ნიშნავს, რომ პროცესი განიხილება, როგორც შეუქცევადი“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პაველმა ძლიერი უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც მან უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზის შეუქცევადობა აღნიშნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა