თეგებით ძიება
11. 07. 2024 მსოფლიო

ბრიტანეთში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და შვილები არბალეტით მოკლეს

დიდ ბრიტანეთში, ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდშირის საგრაფოში BBC-ის ჟურნალისტის მეუღლე და ორი ქალიშვილი არბალეტით მოკლეს. პოლიცია ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია, ის 26 წლის კაილ კლიფორდია, რომელიც შესაძლოა ისევ შეიარაღებული გადაადგილდება.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლულები 25, 28 და 61 წლის ქალები იყვნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, დაღუპულები BBC-ის სპორტული კომენტატორის, ჯონ ჰანტის ცოლი და ქალიშვილები აღმოჩნდნენ.

როგორც ვარაუდობენ, სამმაგი მკვლელობისას არბალეტი გამოიყენეს, თუმცა დანაშაულის ჩადენისას, შესაძლოა სხვა იარაღიც ყოფილიყო გამოყენებული.

პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდებს, ეჭვმიტანილს არ მიუახლოვდნენ და მასთან კომუნიკაცია არ დაამყარონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა