თეგებით ძიება
11. 07. 2024 მსოფლიო

აშშ-ს ნიუ-იორკში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ორგანიზება არ მოუთხოვია - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ნიუ-იორკში, შეერთებულ შტატებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ორგანიზება არ მოუთხოვია. 

რიაბკოვის თქმით, რუსეთს შეერთებული შტატებისგან აღნიშნულ საკითხზე სიგნალი არ მიუღია. 

„არ მგონია, რომ ეს საკითხი აქტუალურია. ჩვენ მოცემულ სიტუაციაში რაიმე სიგნალი არ მიგვიღია. როგორც ჩანს, ამ რეალობაში დიდი ხნით ვიქნებით ყოველგვარი ცვლილების გარეშე“, - განაცხადა რიაბკოვმა და უპასუხა კითხვას, მოითხოვა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ლავროვთან შეხვედრას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა