თეგებით ძიება

ამ დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა... დავტოვე სასამართლო - პოლიციელების მიერ ნაცემ ელისაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

"მოქალაქეების" ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც 17 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე სამართალდამცავებმა სცემეს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

უფრო ზუსტად, ადვოკატის თქმით, დღეს სასამართლოში იმართება პროცესი. საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173, რაც პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, ზოგადად აბსურდია, რომ დეპუტატი, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით, დააკავეს.

"სამი თვე გავიდა, მას შემდეგ რაც პირდაპირ ეთერში, სახეები რომ ჩანს კადრებში პოლიციელების, აი ის პოლიციელები, 20 კაცი ფიზიკურად მისწორდებოდა, სამი თვე გავიდა, არა თუ არავინ დაუკავებიათ, არა თუ არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, ვერ გავარკვიეთ ვინ არიან ის პოლიციელები. აქეთ მე მედავებიან, ახლა უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, სასამართლო პროცესი დამთავრებული და ის მოძალადე პოლიციელები იქნებოდნენ განწესებული ციხეში", - თქვა ელისაშვილმა.

მოგვიანებით ელისაშვილმა პროცესი დატოვა და თქვა, რომ შსს-მ მხოლოდ ის კადრები წარადგინა, რაც უწყებას აწყობდა. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ, არ მომხდარა. მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე კაცი უმოწყალოდ რომ მცემდა და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ, ეს არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა. ისედაც გული მერევა ამ შენობაში რომ ვარ და მურუსიძე რომ ჰყავთ ლიდერი. ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, მაგრამ.. ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. არავის არაფერს არ ვერჩოდი, მოსამართლეც ვინაა არ ვიცი. აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი და ამაში დიდი ხნის მონაწილეობას არ ვაპირებდი", - თქვა ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა