თეგებით ძიება

ავარია ზუგდიდში - საზოგადოებრივ ტრანსპორტს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ცაიში-ცაცხვი მიმართულებაზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრებით სავსე ავტობუსი სოფლიდან ზუგდიდის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ორივე მძღოლი გამოკითხვაზე საპატრულო პოლიციაში იმყოფება. ცენტრალური გზა რამდენიმე ხნით გადაკეტილი იყო, თუმცა ახლა გახსნილია.

რაც შეეხება #23 ავტობუსს, დღის განმავლობაში, სხვა ტრანსპორტით ჩაანაცვლებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა