თეგებით ძიება

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობა ბათუმში - ქუთაისის სააპელაციომ ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ბრალდებული ლევან სირაბიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე მარინა იმერლიშვილმა განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სირაბიძეს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სირაბიძე განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა

სირაბიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ  2023 წლის 26 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო და  გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სირაბიძე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა. რასაც დაზარალებული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. მოკლული  თუთაშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ლევან სირაბიძეს ხელი მისმა ბიძაშვილმა რიჩარდ სირაბიძემ დააფარა, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია "ქართული ოცნებიდან".  პროკურატურამ სირაბიძის გამამართლებელი განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. 

მკვლელობა ბათუმში 2023 წლის  11 მარტს მოხდა.  ნიკა თუთაშვილი და ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ. თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით  საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და სირაბიძეს  პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა