თეგებით ძიება
11. 07. 2024 მსოფლიო

"აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის ყოფილი ბოიფრენდია, მეზობლებს კივილი ესმოდათ" - BBC-ის ჟურნალისტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"პო­ლი­ცი­ამ იპო­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტის ჯონ ჰან­ტის ცო­ლი­სა და მათი ორი ქა­ლიშ­ვი­ლის არ­ბა­ლე­ტით მკვლე­ლო­ბა­ში“, - უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას და­სავ­ლუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც independent წერს, მას შემ­დეგ, რაც ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, პო­ლი­ცია ეჭ­ვმი­ტა­ნილს, 26 წლის კაილ კლი­ფორდს ეძებ­და. ის ენ­ფილ­დის რა­ი­ონ­ში იპო­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის და­სა­კა­ვებ­ლად ოფიც­რებს არ­ცერ­თი გას­რო­ლა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ.

კლი­ფორდმა ბრი­ტა­ნე­თის არ­მია ხან­მოკ­ლე მსა­ხუ­რო­ბის შემ­დეგ, 2022 წელს და­ტო­ვა. მას­ზე მას შემ­დეგ გა­მო­ცხად­და ძებ­ნა, რაც 61 წლის კე­როლ ჰან­ტი­სა და მისი ორი ქა­ლიშ­ვი­ლის -28 წლის ჰა­ნა­სა და 25 წლის ლუ­ი­სის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მი­ვე ქალს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ივეტ კუ­პერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დე­ტა­ლე­ბი “ნამ­დვი­ლად შო­კის­მომ­გვრე­ლია“.

Dailymail სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შო­კის­მომ­გვრელ დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კაილ კლი­ფორ­დი ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ყო­ფი­ლი ბო­იფ­რენ­დია. ისი­ნი შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე და­შორ­დნენ. 26 წლის მოკ­ლულ­მა გო­გო­ნამ, ლუ­სიმ ტვი­ტიც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ადი­დებ­და “ძლი­ერ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ტოქ­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბას ტო­ვე­ბენ“.

მე­ზობ­ლე­ბი თავ­დას­ხმის შემ­ზა­რავ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მათი თქმით, ერთხელ მო­ეს­მათ გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი, თუმ­ცა მსგავ­სი რამ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გი­ნა და ეგო­ნათ, რომ ბავ­შვი ტი­რო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ ყვი­რი­ლი მათი სახ­ლი­დან გა­მო­დი­ო­და. თუმ­ცა პო­ლი­ცია მა­ლე­ვე მი­ვი­და, რად­გან მე­ო­რე დამ მო­ას­წრო და თა­ვის პარტნი­ორს ტექ­სტი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბას სთხოვ­და.

9 ივ­ლი­სის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ღა­მოს BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტის ცოლი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლეს. და­ნა­შა­უ­ლი ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დონ­ში მოხ­და. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, თავ­დას­ხმა "მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა" იყო, თუმ­ცა ზუს­ტი მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტის ცოლი და შვი­ლე­ბი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლებს ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც “კე­თილ და მე­გობ­რულ ადა­მი­ა­ნებს“.

“ისი­ნი ყო­ველ­თვის უთ­მობ­დნენ დროს სხვებს. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია რაც მოხ­და, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ“, - აცხა­დებს bbc -თან სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა