"მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი...“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს:
"უახლოეს დღეებში საქართველოში დილისა და შუადღის საათებში მზიანი ამინდი იქნება, საღამოობით კი კონვექციური ღრუბლების შექმნის ფონზე ლოკალიზებული წვიმისა და ელჭექის დიდი ალბათობაა. ამავდროულად, ტემპერატურული ფონი მაღალი იქნება:
დასავლეთ საქართველოში +35 C
აღმოსავლეთში +37 C
სანაპირო კურორტებზე +33 C
ზღვის წყლის ტემპერატურა კომფორტულია და 27 გრადუსია. მზის ულტრაიისფერი სხივები კი მაღალია ინდექსით 9, რაც მზის დამცავი საშუალებების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს. ზაფხულის შესაბამის ენერგიულობას და ღიმილს გისურვებთ“