თეგებით ძიება

ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს - ბორელი

"ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს" - ეს განცხადება ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. 

"ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და ნახევარი გულით გამოვეხმაურეთ 2014 წელს, როდესაც ის ყირიმის ანექსიას ახორციელებდა.

არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. რომ პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს მის სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია, იქნება ეს მეფის თუ საბჭოთა იმპერია.

ბოლოს და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ საშინელ რეალობაში და ცუდად მომზადებულნი აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი წარმოჩინდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმავე გზის გაგრძელება", - თქვა ბორელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა