"ბიძინას პირადი მონა ხართ" - ნინო წილოსანს პროტესტით დახვდნენ (ვიდეო)
ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს პროტესტით დახვდნენ და მონა უწოდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები მერიოტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შესახვედრად იყვნენ მოსული.
"ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება, ბიძინას მონობა თქვენთვის სასიამოვნოა. თქვენ ძალიან გსიამოვნებთ რუსეთში ცხოვრება და თავისუფალი ადამიანებისთვის ეს ტრაგედიაა. ბიძინას მონობისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ტრაგედია. თქვენ აუცილებლად ოქტომბერში ხალხი გაგცემთ პასუხს,“ - მიმართავს მოქალაქე წილოსანს.
წილოსანმა მას "ბოროტი აზრების მონა" უწოდა.