თეგებით ძიება

„თუ ნარკოტიკი გინდა, ყველა პონტში იშოვი, მაგრამ კუსტარულები ბრიდავს, ამიტომ უნდა იყოს ლეგალური“ - გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ახლახან ბიშკეკში ნარკოდამოკიდებულებაზე იმკურნალა YouTube არხზე გადაცემა – „შეუზღუდავი შესაძლებლობებში“ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და მიმდინარე საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.

როგორც ყიფშიძე აღნიშნავს, დღეს, მიწისქვეშა ნარკობაზარი მოქალაქეებზე დამღუპველად მოქმედებს და ხშირად, ლეტალურ შედეგებამდე მიჰყავს. მსახიობმა ამ კუთხით, კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ვინაიდან ბაზარზე გაურკვეველი სუბსტანციები იყიდება, ხშირად ამას სრულიად „არაფერ შუაში“ ადამიანები ეწირებიან:

„თუ ნარკოტიკი გინდა, ყველა პონტში იშოვი, მაგრამ კუსტარულები ბრიდავს, ამიტომ უნდა იყოს ლეგალური. არ ვიცი, რაღაც გეტო გაკეთედეს, ვისაც გინდა თავი მოკვლა, აი იქ შედი და ნუ იბოდიალებ რა…

მაგრამ იქვე უნდა იყოს სამედიცინო დახმარება, სუფთა ნემსები. კომფორტი უნდა იყოს თავის მოკვლის, თუ გინდა, მაინც და მაინც, მაგრამ ახლა, დღესდღეისობით, კაცმა არ იცის, ვინ რას იღებს, სად იღებს, სად დებს და ეს უფრო საშიშია.

შეიძლება [ადამიანი] საერთოდ არ თვლის, რომ ნარკომანია, ერთხელ მოუნდა რაღაცის გაყნოსვა და დაუდეს, რომ გაყნოსა და მოკვდა. რაღაცა მოეჩვენა, გადახტა, თავი მოიკლა…

გიორგი ყიფშიძე „იუთუბ“-გადაცემის „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების მეორე შანსზე ისაუბრა.

არ იყო ნარკომანი, მაგრამ ისეთ საშინელება რაღაცებს უდებენ, რომ თუ უნდა მოხარშავს „კრაკადილს“; „ვინტს“, ცუდად მოხარშავს, კარგად, არავინ არ იცის და შეეწირება აბსოლუტურად არაფერ შუაში ადამიანი“. – ამბობს გიორგი ყიფშიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა