ბაიდენმა ნატოს სამიტზე ზელენსკი შეცდომით მოიხსენია "პრეზიდენტ პუტინად“ (ვიდეო)
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით მოიხსენია ვლადიმირ პუტინად.
"ახლა კი მსურს სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა რამდენიმე წამში გააცნობიერა თავისი შეცდომა:
„ის [ზელენსკი] პრეზიდენტ პუტინს დაამარცხებს. პრეზიდენტი ზელენსკი. პუტინის დამარცხებაზე ვარ ორიენტირებული“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ზელენსკიმ ხელი ჩამოართვა ბაიდენს და თქვა: "მე პუტინზე უკეთესი ვარ“.
„თქვენ ბევრად უკეთესი ხართ“, – თქვა ბაიდენმა.