თეგებით ძიება
12. 07. 2024 სპორტი

ცნობილია პირის ვინაობა, რომელიც ნაკრების წევრებს ემუქრებოდა - ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე სასამართლომ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ის ფეხბურთელებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სიძის არყოფნის გამო იყო უკმაყოფილო და ფეხბურთელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნოდარ ნიშნიანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.

მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა