თეგებით ძიება

პაპუაშვილი: ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციურ სტანდარტს რომ ემორჩილებოდეს, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ გაურიგდებოდა, რომ იმპიჩმენტი ჩავარდნილიყო და თავის თანამდებობაზე დარჩენილიყო, არამედ მორალურად მიიღებდა გადაწყვეტილებას და გადადგებოდა თანამდებობიდან.“

„ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ჯერ მან პასუხი აგოს კონსტიტუციის იმ დარღვევისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციურ სტანდარტს რომ ემორჩილებოდეს, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ გაურიგდებოდა, რომ იმპიჩმენტი ჩავარდნილიყო და თავის თანამდებობაზე დარჩენილიყო, არამედ მორალურად მიიღებდა გადაწყვეტილებას და გადადგებოდა თანამდებობიდან, რადგან დადასტურებულია რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, რაც არის იმპიჩმენტის საფუძველი. ასე რომ, ეს საერთო ჯამში ცინიზმია, რაც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირად ხდება ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც სავარაუდოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო სარჩელი განიხილებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა