თეგებით ძიება

სუბარი: დემოკრატიასთან დაკავშირებული პრეტენზიები არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან სიტყვის თავისუფლება საქართველოში რომაა, ამის მსგავსი ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს

დემოკრატიასთან დაკავშირებული პრეტენზიები არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან სიტყვის თავისუფლება საქართველოში რომაა, ამის მსგავსი ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რომ დიპლომატების მხრიდან ისმის განცხადებები, მათ შორის ურთიერთობების შეჩერებაზე, გაყინვაზე, რისი მიზეზიც არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ისინი ამბობენ, რომ საქართველომ კურსიდან გადაუხვია და თუ ამ კურსს არ დაუბრუნდება, ეს ურთიერთობები გაჩერდება.

„ერთადერთი კურსი, რასაც გადავუხვიეთ, ეს არის, რომ ომში ჩაბმას არ ვაპირებთ და ეს არ მოხდება, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს. ამ ზეწოლას ქართველი ხალხი გაუძლებს. როდესაც ვსაუბრობთ კურსზე და ღირებულებებზე, არ შემიძლია გერმანიის ელჩის განცხადების ბოლო ფრაზა არ წავიკითხო - „თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, ვერ შეძლებთ გაწევრიანებას“. ძალიან მაინტერესებს რომელ სტანდარტს აკმაყოფილებს ამ შემთხვევაში მოლდოვა, რომელიც თურმე ჩვენზე წინ არის - ის, რომ დსთ-ს წევრია, კონსტიტუციაში რომ უწერია, რომ არანაირი ბლოკის წევრი არ გახდება, კორუფცია რომაა სამჯერ მაღალი, ვიდრე საქართველოში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, მოსახლეობის 50% რომ მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობას და წინააღმდეგია ევროკავშირში ინტეგრაციის, ის, რომ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, პრაქტიკულად გაჩერდა ეკონომიკური ზრდა მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ორნიშნა, ან ორნიშნასთან მიახლოებული ზრდა?! ბოლო სამი წლის განმავლობაში, 8 მილიარდით მეტად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მოლდოვის ეკონომიკაზე. არავინ მიგიღებს ევროკავშირში, რაც არ უნდა დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გქონდეს, თუ ეკონომიკურადაც არ იქნები ევროპულ სტანდარტებთან ახლოს.

დემოკრატიასთან დაკავშირებული პრეტენზიები არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან სიტყვის თავისუფლება საქართველოში რომაა, ამის მსგავსი ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. მომიტინგეებზე ძალადობაზე გაკეთდა რაღაც განცხადებები და როგორც იქცევა იგივე გერმანიის, იგივე საფრანგეთის პოლიციასთან შედარებით ქართული პოლიცია - უაღრესად ფრთხილად იყენებს კანონს მაშინაც კი, როდესაც მისი გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს. გარდაუვალი აუცილებლობა კი ხდება მაშინ, როდესაც თავს ესხმიან პოლიციელებს, თავს ესხმიან პარლამენტს. გერმანიაში ბუნდესტაგზე თავდასხმა რომ გაბედონ, შეიძლება ვერ გავიდეს რამდენიმე ადამიანი იქიდან ცოცხალი და ეს არის ჩვენი დემოკრატიის სტანდარტი მათგან განსხვავებით“, - აღნიშნა სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა