თეგებით ძიება
12. 07. 2024 მსოფლიო

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და პოლონეთი ახალ იარაღს ერთობლივად შეიმუშავებენ

გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები შეიარაღების ერთობლივ შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებზე, რომლებიც მიზნის 500 კილომეტრის მანძილზე განადგურებას შეძლებს. ინიციატივის მიზანი იმ დანაკლისის შევსებაა, რომელიც ევროპულ არსენალებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად წარმოიშვა.

თავის მხრივ, გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, რომ საუბარია რაკეტებზე, რომლებიც 1000 კილომეტრის მანძილზე იმოქმედებს და მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში შეძლებს დარტყმების განხორციელებას. თუმცა თვითონ ოფიციალური განცხადება საკმაოდ ზოგადია და პარტნიორები ახალი იარაღის დეტალებს მოგვიანებით დააზუსტებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა