ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, რეზინის ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 4 მიგრანტი
ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, რეზინის ნავი ჩაიძირა, შედეგად კი, 4 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ AP იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის სანაპირო დაცვამ 63 ადამიანის გადარჩენა ვერტმფრენისა და მეთევზეთა ნავის დახმარებით შეძლო.
ინფორმაციისთვის, ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს კონსერვატორთა საკამათო გეგმაზე თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის შესახებ.
შეგახსენებთ, რიში სუნაკის პრემიერობის დროს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატამ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით არალეგალური მიგრანტების რუანდაში დეპორტაციას ითვალისწინებდა.