"მსგავსი არ მახსოვს, ყოფილიყოს, რაც ამ სოფელში ვცხოვრობ.." - რას ჰყვება ქალი ლაგოდეხში მომხდარ სტიქიაზე?
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.
უამინდობის გამო, რომელიც დაახლოებით 5 წუთს გრძელდებოდა, სოფელ მაწიმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა.