თეგებით ძიება
12. 07. 2024 მსოფლიო

ჯეიმს ო'ბრაიენი - ვიქტორ ორბანის იდეებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ არანაირი ძალა არ აქვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის იდეებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ არანაირი ძალა არ აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, მას სთხოვეს შეეფასებინა ვიქტორ ორბანის ე.წ. სამშვიდობო მისია. ო’ბრაიენის თქმით, ალიანსს და უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას აქვს მკაფიო პოლიტიკა: უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არავითარი შეთანხმება და რომ ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს.

„როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსები იწყებენ იმის განცდას, რომ არიან სწორედ ისინი, ვინც უნდა მოაგვარონ კონფლიქტი, მე ამას შუამავლის ეჭვიანობად აღვიქვამ. ყველას სურს იყოს განსაკუთრებულ და თუ მესიჯი ატარებს ალიანსის და კოალიციის მესიჯს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, მაშინ მას აქვს მხარდაჭერა. თუკი იდეებს მხოლოდ ერთი ადამიანი გვთავაზობს - მას არავითარი ძალა არ გააჩნია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა