თეგებით ძიება

21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს

21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის, ოთარ ცინდელიანის ადვოკატი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ლილოში მომხდარი სასწტიკი მკლველობისთვის დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს ქვეყანაში შესაბამისი ყურადღება არ ექცევათ, რის გამოც ასეთი ადამიანები ხშირად ხდებიან თავიანთი ტავის და სხვებსი უბედურების მიზეზი.

"თითქმის, ყოველდღე ანალოგიური უბედურებების მომსწრე ვართ და ეს უკვე სახელმწიფოს ტრაგედიაა. სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს რაღაცა ისეთი სტრატეგია, რომ საქართველოში ასეთი უბედურებები არ ხდებოდეს. მასაც არ დაუმალავს როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, რომ 14 წლიდან ნარკოტიკების მომხმარებელია, ბოლო პერიოდში მთლიანი ფირფიტაც არ ყოფნიდაო. ეს ნამდვილად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ჩადენილი არ არის. ნახევარი ტვინის სფერო დაზიანებული აქვს. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები საშიშები არიან, როგორც საკუთარი თავის ისე საზოგადოების მიმართაც. ადრე ძალიან კონტროლდებოდა ასეთი ადამიანები და ფსიქიატრიულში მკურნალობის მიზნით გადაჰყავდათ", - ამბობს ადვოკატი. 

ლილოში მომხდარი სასტიკი დანაშაულის საქმეზე დღეს სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია, მათ შორის გაშიფრესს 112-ში შესული პირველი შეტყობინება, გვამის პოვნის შესახებ. ასევე გამოიკითხა მოკლული არასრულწლოვანი დაც, რომელმაც ცინდელიას მხრიდან 21 წლის გოგოზე ძალადობა დაადასტურა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ფსიქიატრი, რომელმაც პროკურორის თქმით, დაადასტურა, რომ გარდაცვლილ ქეთევან ჯავახიშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესიული ფონი და მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნა. ასევე, დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრალდებულის სახლის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, მათ შორის გადაგდებული შარვალი, რომელსაც ასევე სისხლისმაგვარი ლაქები ეტყობოდა.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. უმძიმესი დანაშაულისთვის პოლიციამ ოთარ ცინდელიანი დააკავა, რომელიც  მოკლულის ნათლიის შვილია.

ქეთი ჯავახიშვილს  59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა