თეგებით ძიება

"45 წლის ქალი ცოფით თავისივე ლეკვისგან დაინფიცირდა... დასრულდა ლეტალური გამოსავლით" - რა ხდება ცნობილი ამბროლაურში ქალის ცოფით გარდაცვალებაზე?

ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პა­ტა­რა ჩორ­ჯო­ში, ცო­ფის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 45 წლის ქალი, ცო­ფით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში, მი­სი­ვე ლეკ­ვის­გან და­ინ­ფი­ცირ­და.

"ამა­ვე თვე­ში ლეკ­ვი მოკ­ვდა. ქალს ან­ტი­რა­ბი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს. ცო­ფის კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თის გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყო 6 ივ­ლისს, ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის ტი­პუ­რი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით. შემ­თხვე­ვა კი 2024 წლის 11 ივ­ლისს და­რე­გის­ტრირ­და, რო­მე­ლიც იმა­ვე დღეს დას­რულ­და ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლით.

პჯრ კვლე­ვით დი­აგ­ნო­ზი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტურ­და.

მსგავ­სი ფაქ­ტი, 2022 წლის ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, წელს პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და.მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ცო­ფის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა დრო­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. ადა­მი­ა­ნებ­ში ცო­ფის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ხდე­ბა მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბის (ვაქ­ცი­ნა და იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი) გა­ნა­წი­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. პრო­ფი­ლაქ­ტი­კა ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა