პირველად 40 წლის განმავლობაში, რუსული ტელეარხები ოლიმპიურ თამაშებს არ გადასცემენ
პირველად 40 წლის განმავლობაში, რუსული ტელეარხები ოლიმპიურ თამაშებს არ გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sports.ru და სხვა გამოცემები ავრცელებენ.
Sports.ru-ს ინფორმაციით, პოლიტიკური მიზეზების, "ამჟამინდელი რეალობის" გამო, ფედერალურმა ტელეარხებმა Pervy-მ და Russia-1-მა უარი თქვეს ოლიმპიადის გადაცემაზე. მანამდე, Комсомольская правда-მ დაწერა, რომ ტელეარხებმა ოლიმპიადის ჩვენება "არასწორად" მიიჩნიეს, ვინაიდან 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთიდან მონაწილეობის უფლება მხოლოდ 15 სპორტსმენს მისცეს, ნეიტრალური სტატუსით.
მაუწყებლობის უფლების შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ Match TV და VK ჰოლდინგი. თუმცა, აპრილში რუსეთში ოლიმპიადის მაუწყებლობის უფლებების მფლობელი, ტელესპორტის ხელმძღვანელი, პიოტრ მაკარენკო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამასთანავე, მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი აღიარებული რუსი სპორტსმენი ოლიმპიადაზე არ გაემგზავრებოდა, ტელეარხებმა შეუსაბამოდ მიიჩნიეს მილიონდოლარიანი კონტრაქტების გაფორმება. შედეგად, უფლებები არც Match TV-მ და არც VK-მ არ იყიდეს.
რუსეთში ოლიმპიური თამაშები ტელევიზიით, ბოლოს, 40 წლის წინ 1984 წელს, არ აჩვენეს, როდესაც სსრკ-მ მათ ბოიკოტი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობის უფლება მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დროშის გარეშე ასპარეზობის შემთხვევაში მისცეს. მათ ასევე აეკრძალათ გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა.