თეგებით ძიება
13. 07. 2024 ვიდეო

"ის პრიზი გამზადებულია, მამაჩემს ველოდები ახლა რომ ჩაასხას რამე და დალიოს“ - გიორგი მამარდაშვილი (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილი გადაცემას „კაცები“ სტუმრობდა.

გიორგიმ გადაცემაში იუმორისტულად ისაუბრა და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასპარეზობა კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„ის პრიზი გამზადებულია, მამაჩემს ველოდები ახლა რომ ჩაასხას რამე და დალიოს, კაი განსხვავებულია. ცოტა ბევრი ჩადის, მაგრამ არ გაუჭირდება მამაჩემს…

ჯგუფიდან გასვლა მართლა საამაყო ამბავი იყო იმიტომ, რომ მართლა რთული იყო.

ჩვენი მიზანი იყო ფეხბურთი გვეთამაშა მაღალ დონეზე და გამოვიდა საბოლოოდ, შედეგი დავდეთ.

ახლა მსოფლიოზე უნდა გავიდეთ, იმის მეშინია რომ გავიდეთ, ბევრი იქ დარჩება, აღარ წამოვლენ (იცინის)

სანიოლი თამაშის წინ გვეუბნებოდა, რომ როგორც ეზოში თამაშობდით ფეხბურთს, ისე ითამაშეთო, გავედით და მოვიგეთ,“ – აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.

ნახეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა