არგენტინამ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა - მედია
Associated Press-ის ინფორმაციით, არგენტინამ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და პალესტინის ჯგუფის ფინანსური აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
არგენტინის პრეზიდენტის ოფისმა გადაწყვეტილება 12 ივლისს გამოაცხადა და ისრაელის 76-წლიან ისტორიაში 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმას ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა უწოდა.
არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ საკუთარი "ურყევი სურვილი, აღიაროს ტერორისტები ისეთებად, როგორებიც არიან", გაამჟღავნა.