თეგებით ძიება
13. 07. 2024 მსოფლიო

სასამართლომ ალეკ ბოლდუინი უდანაშაულოდ ცნო

ნიუ-მექსიკოს მოსამართლემ, მერი მარლოუ სომერმა, ალეკ ბოლდუინის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და მსახიობი უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ დამალა მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს კინემატოგრაფისტ ჰალინა ჰაჩინსის სასიკვდილო სროლას ვესტერნის ფილმის გადასაღებ მოედანზე.

"სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის განზრახ დამალვა იყო მიზანმიმართული... სასამართლოს არავითარი გზა არ აქვს, რომ გამოასწოროს ეს შეცდომა," - განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ალეკ ბოლდუინს ბრალი უსაფრთხოების ნორმების "უგუნური" უგულებელყოფისთვის ედებოდა, რამაც გამოიწვია ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის  სიკვდილი ფილმის Rust 

გადასაღებ მოედანზე, ნიუ მექსიკოში 2021 წელს. ცნობისთვის, შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა. ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა