თეგებით ძიება

"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამ გამოიწვია მამაოს ასეთი აღშფოთება" - რას ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი სოცქსელში გავრცელებულ კადრებზე?

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე სა­პატ­რი­არ­ქოს ზნე­ობ­რი­ვი კო­მი­სია იმ­სჯე­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­კა­ნოზ­მა იო­ა­ნე გო­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც დე­კა­ნოზ­მა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მო­ძღვარ­სა და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, ზნე­ობ­რი­ვი კო­მი­სი­ის სხდო­მა სა­პატ­რი­არ­ქო­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გა­ივ­ლი­ან იმ სა­კი­თხებს, რა მოხ­და და რამ გა­მო­იწ­ვია მო­ძღვრის აღ­შფო­თე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, დე­კა­ნო­ზი თე­ი­მუ­რაზ ბე­რიშ­ვი­ლი ნა­ნობს და შენ­დო­ბას ითხოვს ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით.

"ახლა სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბია და ვერ მო­ხერ­ხდა ზნე­ობ­რი­ვი კო­მი­სი­ის მოწ­ვე­ვა. სა­პატ­რი­არ­ქო­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა ზნე­ობ­რი­ვი კო­მი­სი­ის სხდო­მა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გა­ივ­ლი­ან იმ სა­კი­თხებს თუ რა მოხ­და.

კადრს მიღ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია მა­მა­ოს ასე­თი აღ­შფო­თე­ბა. რო­გორც მამა თე­ი­მუ­რაზ­მა ჩვენ­თან გა­ნა­ცხა­და, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით წუხს და შენ­დო­ბას ითხოვს.

ის აცხა­დებს, რომ მისი სი­ტყვე­ბი ზო­გა­დად ემიგ­რან­ტებს კი არა, არა­მედ, იმ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას ეხე­ბო­და, რო­მელ­თა­ნაც კონ­ფლიქ­ტში იყო შე­სუ­ლი. ეს ფაქ­ტი უხერ­ხუ­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა და სწო­რედ ამის გამო იქ­ნე­ბა ზნე­ობ­რი­ვი კო­მი­სია მოწ­ვე­უ­ლი”, - გა­ნა­ცხადს იო­ა­ნე გო­რე­ლიშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა