თეგებით ძიება

პრემიერი: „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე: მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას

მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თუშეთში, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თითოეული პუნქტი იქნა განხილული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ამ თვალსაზრისით ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპულ მაჩვენებელს.

„ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს ამ თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები“, - განაცხადა პრემიერმა.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა