ნატოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი ვაშინგტონში დასკვნით ეტაპზე გადადის
ნატოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი ვაშინგტონში დასკვნით ეტაპზე გადადის. კომუნიკე 32 წევრი ქვეყნის ხელმოწერით შემუშავებულია. პოლიტიკური დოკუმენტის გზავნილებშია საქართველო და მოწოდება რუსეთს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალები გაიყვანოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებშია საქართველოს დელეგაცია, სამიტში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს, რომელიც პარტნიორებს ხვდება. მთავარი გზავნილი საქართველოს ურყევი არჩევანია იაროს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
სამიტის დღის წესრიგი 9-დან 11 ივლისამდე მსოფლიო ლიდერების შეხვედრებს აერთიანებდა, დღეს უკვე მსოფლიო უსაფრთხოებაზე შეკრებილი ლიდერები სამიტის დახურვისთვის ემზადებიან.