BBC: ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
სულ მცირე 71 ადამიანი დაიღუპა ღაზაში ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, 289 ადამიანი კი დაშავდა. „ჰამასი“ამტკიცებს, რომ ისრაელმა დარტყმა ალ-მავასის რაიონში ქალაქ ხან იუნისთან ახლოს განახორციელა, რომელიც თავად ებრაელ ჯარისკაცებს ჰქონდათ განსაზღვრული როგორც ჰუმანიტარული ზონა და მოუწოდებდნენ პალესტინელებს თავშესაფარი იქ ეძიათ.
ისრაელის ოფიციალური მხარე, თავის მხრივ, იტყობინება, რომ იერიში იმ ადგილას იყო მიტანილი, სადაც, მათი ინფორმაციით, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი საველე მეთაური მოჰამედ დეიფი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ის გადარჩა თუ არა.