თეგებით ძიება
13. 07. 2024 მსოფლიო

Politico: ბაიდენის შეცდომები აშშ-ის შოკირებულ მოკავშირეებს ტრამპისკენ უბიძგებენ

ამერიკული გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს დასავლელი დიპლომატები შოკირებულები არიან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ დაშვებული შეცდომებით და ამის გამო მისი ოპონენტის რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპის გარემოცვასთან ურთიერთობების დალაგება დაიწყეს.

ამერიკის ზოგი მოკავშირისთვის დადგა დრო ფსონი სხვა კაცზე დადოს, წერს Politico. პირველად აშშ-ის მოკავშირეები შეშფოთდნენ მაშინ, როცა ბაიდენმა ტრამპთან გასულ თვეს ტელედებატები გამართა, რა დროსაც მას საკუთარი აზრის ჩამოყალიბება გაუჭირდა.

შემდეგ, გასულ ხუთშაბათს ბაიდენს ვრცელი პრეს-კონფერენცია ჰქონდა ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში. პრეს-კონფერენციის დრო ის ამტკიცებდა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია და მზადაა პრეზიდენტად მეორე ვადით იმუშაოს, დაამარცხოს ტრამპი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინად წარადგინა.

ნატოს სამიტის ფარგლებში ბაიდენისა და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის კიტ სტარმერის პირველი შეხვედრა შედგა, რომლის მიზანი ამერიკასა და ბრიტანეთს შორის არსებული „განსაკუთრებული ურთიერთობების“ დადასტურება იყო. ბრიტანელებიც კი ბაიდენის სისუსტით შოკირებულები იყვნენ, აღნიშნავს გამოცემა.

„ეს სიგიჟეა“, - ციტირებს Politico ერთ-ერთ ბრიტანელ ჩინოვნიკს. „ყველა მის წინასაარჩევნო გზავნილს ცნობები მისი ჯანმრთელობის შესახებ გადაფარავს. და ის დასაცინი ხდება მთელი მსოფლიოს თვალში“.

Politico ასევე აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ვაშინგტონში კარენ პირსმა ტრამპის გუნდის წევრებთან და რესპუბლიკური პარტიის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობების დალაგება დაიწყო. საელჩო შუამავლის როლს თამაშობს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ პარტიებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ივარაუდება, რომ ტრამპის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყებენ მუშაობას.

განგაში აქვთ ატეხილი გერმანელ პოლიტიკოსებსაც. გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან როდრიხ კიზევეტერმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის, ის ამით ტრამპს მხოლოდ დაეხმარება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა