თეგებით ძიება

დავითაშვილი: საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანი რეგიონია - უნიკალური კულტურის აღმოჩენა, ტრადიციების გაცნობა, ვფიქრობ, მთის პოპულარიზაციას ძალიან შეუწყობს ხელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი თუშეთში იმყოფებოდა, სადაც „მთის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

„წლებია, საქართველოში ივლისის თვეში, „მთის დღეები“ ტარდება. ვფიქრობ, ეს მთის კულტურის პოპულარიზაციისთვის კარგი შესაძლებლობაა. ამ დღეების ფარგლებში, როგორც საქართველოს მოქალაქეები ასევე სტუმრები, მთებს სტუმრობენ. იცით საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანი რეგიონია და ამ უნიკალური კულტურის აღმოჩენა, ტრადიციების გაცნობა, ვფიქრობ, მთის პოპულარიზაციას ძალიან შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თუშეთში იმყოფებოდა, სადაც „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა