თეგებით ძიება

რომან კაკულია გამჭვირვალობის კანონზე: ვფიქრობ, ხელისუფლებას კიდევ ჰქონდა შანსი, მეტადაც უნდა აეხსნა და რაღაც დააკლო

ვფიქრობ, ხელისუფლებას კიდევ ჰქონდა შანსი, მეტადაც უნდა აეხსნა და ამას რაღაც დააკლო. აქცენტის გადმოტანა მხოლოდ შინაარსზე, რასაც ვეთანხმები, ხედავთ, საკმარისი არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აღნიშნული კანონის შინაარსის განხილვაში არავინ გამოჰყვა.

„რატომ დაერქვა ამ კანონს რუსული? - იმიტომ, რომ ცალსახად გასაგები იყო, რომ დასავლეთის გავლენის შემცირებისკენ იყო ის მიმართული. როდესაც დასავლეთის გავლენა მცირდება, თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის გავლენა მოიმატებს. პირველ რიგში, ჩვენ ამის გარდაუვალობა უნდა აგვეხსნა საკუთარი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე, არადა ეს შესაძლებელი იყო და აკეთებენ კიდევაც, თუმცა მთავარი აქცენტის გაკეთება უნდა მომხდარიყო, რატომ იყო ეს გარდაუვალი“, - განაცხადა კაკულიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა