თეგებით ძიება

ევროკავშირის მოსახლეობის 2/3 ქრისტიანია - სტატისტიკა

ევროკავშირი 27 სახელმწიფოს გაერთიანებაა, ერთგვარი კონფედერაცია, რომლის წევრებიც ინარჩუნებენ სუვერენიტეტსა და კულტურულ იდენტობას. თითოეულ წევრ სახელმწიფოში განსხვავებული რელიგიური შემადგენლობის მოსახლეობა ცხოვრობს, რაც ბუნებრივია მათი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე. ზოგადად კი ევროპა მიიჩნევა ქრისტიანული მსოფლმხედველობის გაფურჩქვნის ადგილად, საუკუნეების მანძილზე ევროპული სოციალური თუ პოლიტიკური სისტემა ამ რელიგიის გარშემო ყალიბდებოდა.

2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ევროკავშირის მოსახლეობის 66% ქრისტიანია. კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს საკუთარი თავის მიკუთვნება რომელიმე რელიგიაზე.

შედეგები ასეთია:

კათოლიკე - 45.3%

მართლმადიდებელი - 9.9%

პროტესტანტი - 8.3%

სხვა ქრისტიანული დენომინაციები - 2.6%

არარელიგიურები, ათეისტები, აგნოსტიკოსები - 25.5%

მუსლიმები - 1.4%

დანარჩენი - 7%

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა