თეგებით ძიება

Reuters: ზელენსკიმ ბაიდენის მიერ „პუტინად“ მოხსენიებას შეცდომა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე „პუტინად“ წარადგინა, შეცდომა უწოდა, რომელიც დავიწყებას უნდა მიეცეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

“ეს შეცდომაა. ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დიდი დახმარება გაუწია. ზოგი შეცდომის დავიწყება ჩვენ შეგვიძლია. მე ასე ვფიქრობ“, - ციტირებს Reuters-ი ზელენსკის.

ბაიდენმა 11 ივლისს ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზელენსკის წარდგენისას თქვა: „ახლა კი მსურს სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“. მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და გამოასწორა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა