თეგებით ძიება
14. 07. 2024 სპორტი

უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

ქართულმა კლუბებმა ევროტურნირები კარგად ვერ დაიწყეს და პირველი თამაშების შემდეგ უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 55 ქვეყანას შორის 50-ე ადგილზე არიან.

უეფა-ს სამი საკლუბო ტურნირიდან ნებისმიერში მოგებაზე 0,250 ქულა იწერება, ხოლო ფრეზე – 0,125. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ რაზგრადში „ლუდოგორეცთან“ 1:3 დამარცხდა და ქვეყანას ქულა ვერ შემატა.

კონფერენსლიგაზე „დინამო თბილისმა“ ახალგაზრდული შემადგენლობით ჩერნოგორიულ „მორნართან“ 1:2 წააგო, ხოლო ქუთაისის „ტორპედომ“ შინ ალბანურ „ტირანასთან“ფრედ 1:1 ითამაშა და ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველ ტურში საქართველოს ქულები შემატა – 0.125 ქულა.

საქართველო უეფა-ს საკლუბო რეიტინგის ახალ, 2024/25 წლების სეზონში 50-ე ადგილზეა და მხოლოდ ხუთ ქვეყნას ასწრებს – მონტენეგროს, ანდორას, გიბრალტარს, ბელარუსსა და სან მარინოს. თუმცა, იმედია, რომ საპასუხო მატჩების შემდეგ ვითარება შეიცვლება.

ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე „ლუდოგორეცს“ 17 ივლისს ბათუმში უმასპინძლებს, კონფერენსლიგაზე „დინამო თბილისი“ „მორნარს“ 18 ივლისს „მიხეილ მესხზე“ მიიღებს, ხოლო  ქუთაისის „ტორპედო“ ამავე დღეს ალბანეთში „ტირანას“ ესტუმრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა