სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო და ჯილდოს სახით, 500 დოლარიც კი მიიღო... - ვინ არის მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა?
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, პოლიტიკოსს თავს დაესხნენ.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკქსია.
როგორც ცნობილია, ის პენსილვანიის მკვიდრი იყო. შემთხვევის დროს საიდუმლო სამსახურმა ესროლა და გაანეიტრალა. მეთიუ კრუქსი ცხოვრობდა დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც სროლა მოხდა. მედიის ცნობით, მან 2022 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. ის სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო და მათემატიკასა და მეცნიერებაში გამოჩენილი ინიციატივებისთვის სკოლაში ჯილდოს სახით, 500 დოლარიც კი მიიღო.
რუქსი რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი. ასევე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მან 17 წლის ასაკში 15 დოლარი შესწირა „დემოკრტაებს".
როგორც TMZ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებზე ჩანს, კრუქსი სახურავზე, მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში იყო იარაღით ხელში და ასე ესროდა სამიზნეს.
FBI აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება რათა დადგინდეს თავდასხმის მოტივი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. კრუქსის მამამ, 53 წლის მეთიუ კრუქსმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ცდილობს გაერკვეს, რა მოხდა და სანამ შვილზე რაიმეს იტყვის, სურს, რომ დაელოდოს სამართალდამცველებს და გამოძიებას.