ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა
ესპანეთი ჩემპიონია - ევროპის ჩემპიონტის ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 მოუგო და მეოთხედ გახდა ევროპირველობის გამარჯვებული.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის განახლებისთანავე უილიამსმა პირველი გოლი გაიტანა.
ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მიღებული გოლის შემდეგ მალევე განახორციელა ცვლილება – კეინის ნაცვლად პალმერი შეიყვანა. 73-ე წუთზე სწორედ პალმერმა გაათანაბრა ანგარიში საკას აქტიურობისა და ბელინგემის პასის შემდეგ.
მატჩის 86-ე წუთზე წუთზე ესპანეთმა რიგით მეორე გოლი გაიტანა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.