თეგებით ძიება
15. 07. 2024 სპორტი

UEFA-ს პრეზიდენტი: ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას

ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას, - ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტმა განაცხადა.

ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპირველობაზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ და ეს მაშინ, როცა UEFA-ს პრეზიდენტის სიტყვებით, ორივე ქვეყნის ნაკრებები ევრო 2024-ზე ყოფნას იმსახურებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა მასზე შთაბეჭდილება ჩემპიონატის მიმდინარეობისას, UEFA-ს პრეზიდენტმა ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა