თეგებით ძიება
15. 07. 2024 მსოფლიო

FBI: დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. გამოძიება გრძელდება

ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა წვდომა გვქონდეს თავდამსხმელის ტელეფონზე. ტელეფონი კუანტიკოს ლაბორატორიაშია გადაგზავნილი“, – აცხადებენ გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

FBI-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მაგრამ ასევე განიხილება, როგორც პოტენციური შიდა ტერორისტული თავდასხმა. გამოძიებასთან თანამშრომლობს თავდამსხმელის ოჯახიც. იარაღი, რომლითაც დონალდ ტრამპზე განხორციელდა თავდასხმა, ლეგალურად იყო შეძენილი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის მანქანაში იპოვეს საეჭვო მოწყობილობა და მიმდინარეობს მისი გამოკვლევა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თავდამსხმელის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, - განაცხადეს უწყებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა