საპროკურორო საბჭოს მიერ გენპროკურორის თანამდებობისთვის არჩეული კანდიდატი მიმდინარე კვირას პარლამენტს წარედგინება
საპროკურორო საბჭოს მიერ გენპროკურორის თანამდებობისთვის არჩეული კანდიდატი მიმდინარე კვირას პარლამენტს წარედგინება. გიორგი გაბიტაშვილს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს, რის შემდეგაც პროცესი სესიაზე გადაინაცვლებს და წარდგენილ კანდიდატს დეპუტატები კენჭს უყრიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გენპროკურორობის კანდიდატის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს.