ჯო ბაიდენი: პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან, ღმერთმა არ ქნას და, მკვლელობის ველი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა. ბაიდენის თქმით, პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევის დროა.
„უთანხმოება გარდაუვალია და ამერიკული დემოკრატია ადამიანური ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან, ღმერთმა არ ქნას და, მკვლელობის ველი. ჩვენ ვკამათობთ და ვერ ვთანხმდებით, ჩვენ ვადარებთ და ვასხვავებთ კანდიდატების ბუნებას, მიღწევებს, პრობლემებს, განრიგს, ამერიკის ხედვას, მაგრამ ამერიკაში ჩვენ განსხვავებებს საარჩევნო ყუთში ვაგვარებთ. ესაა ის, როგორც ვაკეთებთ ამას და არა – ტყვიებით. ამერიკაში მსგავსი ან ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი არ არის. არანაირი გამონაკლისი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ძალადობის ნორმალიზება“, - აღნიშნა ბაიდენმა.