თეგებით ძიება

“ის წარმოადგენს რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის მოღალატეები, მტრები არიან და სხვა ძალისგან იმართება“ - კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ სარ­ჩელ­ზე სა­უბ­რი­სას, გა­ნა­ცხა­და რომ ადა­მი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს, “თუ რა­ი­მე არ აქვს და­სა­მა­ლი და სი­ბინ­ძუ­რე­ში არ არის“.

“რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თო ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ამ­ბობ­და, რომ ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებ­და. სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზეა სა­უ­ბა­რი, თით­ქოს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით. ის უბ­რა­ლოდ წარ­მო­ად­გენს რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, მტრე­ბი არი­ან და სხვა ძა­ლის­გან იმარ­თე­ბა. მათ ყვე­ლას ერთი პატ­რო­ნი ჰყავთ. ყვე­ლა ერთ პლატ­ფორ­მა­ზე ჰყავთ შეყ­რი­ლი. შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბი ერ­ქვათ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ნი ერ­თნი არი­ან.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს. თუ რა­ი­მე არ გაქვს და­სა­მა­ლი და თუ რა­ი­მე სი­ბინ­ძუ­რე­ში არ ხარ, რა­ტო­მაა პრობ­ლე­მა გამჭვირ­ვა­ლო­ბა? რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს პრობ­ლე­მას ის, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ შე­ავ­სო დეკ­ლა­რა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნო ინ­ფორ­მა­ცია, ვის­გან მი­ი­ღე და­ფი­ნან­სე­ბა და რა კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებ­ში იხარ­ჯე­ბა. თუმ­ცა ეჭ­ვე­ბი რაც გვაქვს, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბა; ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია - ყვე­ლა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა, ვინც ასეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აფი­ნან­სებს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა