ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს
ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა, თუმცა არ განუმარტავს რატომ მიდის აღნიშნული პოზიციიდან.
დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლიდან მუშაობს.