თბილისში, სამხედროს მკვლელობისთვის ბრალდებული, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, სამხედრო პირის მკვლელობისთვის ბრალდებული, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.
უწყების ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.
"დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ერთად მსახურობდნენ, რა დროსაც ისინი დამეგობრდნენ. 2023 წლის 27 დეკემბერს, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასამართლომ მას სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.