"ვულოცავ გიოს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უდიდესი, ისტორიული და საკოლექციო ჯილდო შეემატა“ - შოთა არველაძე
ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გიორგი მიქაუტაძეს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას ულოცავს.
"ვულოცავ გიოს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უდიდესი, ისტორიული და საკოლექციო ჯილდო შეემატა 🇬🇪
ისიც სათქმელია, რომ მიქაუტაძემ 3 გოლი ყველაზე ნაკლებ დროში გაიტანა და ამით, ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტად ფასობს", - წერს შოთა არველაძე.