თეგებით ძიება
16. 07. 2024 ვიდეო

მეთიუ კრუკსი ტრამპისგან დაახლოებით 137 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა - ვრცელდება კადრები იმ ადგილიდან, სადაც დონალდ ტრამპს ესროლეს

გამოცემა DailyMail.com-ი აქვეყნებს ფოტო-ვიდეო მასალებს და წერს, რომ ეს კადრები ასახავს იმ ადგილს, თუ რამდენად ახლოს იყო ტრამპთან მსროლელი, თომას მეთიუ კრუკსი.

შაბათს, პენსილვანიის შტატში, იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა, 20 წლის კრუკსმა მისი მოკვლა მამის შაშხანით, AR-15 განიზრახა.

"ზოგიერთი სურათი გვიჩვენებს ბუჩქნარში დამალულ კიბეს, რომელიც ადიოდა სახურავზე, რომლის გადაღმაც მოწმეებმა მოგვიანებით უთხრეს სამართალდამცავებს, რომ კრუქსი დაინახეს."

გამოცემა წერს, რომ თომას მეთიუ კრუკსი ტრამპისგან დაახლოებით 137 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

როგორც გამოცემა წერს, კრუქსმა თავისი მანქანა ბატლერში რალის მოედნის მახლობლად გააჩერა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა დაზიანება სახის არეში მიიღო. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტრამპის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ისვრიან, როცა ის ტრიბუნასთან სიტყვით გამოდის. როგორც საგამოძიებო სამსახურებში ამბობენ, თავდამსხმელი 20 წლის მამაკაცი იყო, რომელმაც იქვე მდებარე შენობის სახურავიდან ისროლა. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა რამდენიმე წამში გაანეიტრალეს, თუმცა თავდამსხმელმა რამდენჯერმე გასროლა მაინც მოასწრო და მომხდარს ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებიდან ერთის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ფაქტს ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები. ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა თავად ტრამპმაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა