არ ვმალავ, დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ის შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და აზრი შემაცვლევინა - ჯეი დი ვანსი
დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი ოჰაიოს სენატორი ჯეი დი ვანსი აცხადებს, რომ არ მალავს წარსულში ტრამპის მიმართ მწვავე კრიტიკას და მისი ისეთი სიტყვებით მოხსენიებას, როგორებიცაა „მორალური კატასტროფა“, „ამერიკის ჰიტლერი“. ვანსი ამტკიცებს, რომ ეს 2024 წელს სკეპტიკოსებს კარგ მაგალითს მისცემს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამას არ ვმალავ. რა თქმა უნდა, 2016 წელს დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და მან აზრი შემაცვლევინა“, - აღნიშნა ვანსმა.
ვანსი ამტკიცებს, რომ წარსულში მისი სკეპტიციზმი ახლა შეიძლება უპირატესობა იყოს.
„დონალდ ტრამპზე ცუდი რამ ვთქვი 10 წლის წინ. მე შემიძლია, კარგი მაგალითი მივცე ამერიკელ ხალხს, ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი პრეზიდენტის მიმართ ჯერ კიდევ 2016 წელს, რომლებიც შეიძლება, ახლაც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი“, – აღნიშნა ვანსმა.