თეგებით ძიება
16. 07. 2024 მსოფლიო

მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე, ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ არის, ეს არსებითად მჭიდრო რბოლაა - ბაიდენი

ბაიდენმა ახლად დასახელებულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, ჯეი დი ვანსს ტრამპის კლონი უწოდა. განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ნევადაში გაფრენამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა. მოგვიანებით, მან NBC-სთან ინტერვიუში თემაზე უფრო ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ჯეი დი ვანსს აქვს იგივე პოლიტიკა, რაც ტრამპს, როდესაც საქმე ეხება გადასახადებს, კლიმატის ცვლილებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხს.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. მისივე თქმით, კომენტარები მისი ასაკის შესახებ ლეგიტიმურია, თუმცა მხოლოდ სამი წლით უფროსია ტრამპზე:

"მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე - ეს ერთი და მეორე, ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ხანგრძლივი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მესმის, მესმის, რატომ ამბობს ხალხი: “ღმერთო, ის 81 წლისაა. უფ! როგორი იქნება ის, როცა 83 წლის იქნება, ან 84 წლის?” - ეს ლეგიტიმური კითხვაა. ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ არის. ეს არსებითად მჭიდრო რბოლაა,"- აცხადებს ბაიდენი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა