ბაიდენმა ტრამპის მიერ წარდგენილ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს „ტრამპის კლონი“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე წარდგენილ კანდიდატ ჯეი დი ვანს „ტრამპის კლონი“ უწოდა. Bloomberg-ის ცნობით, ბაიდენმა შესაბამისი განცხადება ლას-ვეგასში გაფრენამდე გააკეთა.
„ის ტრამპის კლონია რიგ საკითხებში. განსხვავებას მე ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს არჩევნებში, ოჰაიო სენატორი, ჯეი დი ვანსი შეერთებული შტატების, ვიცე პრეზიდენტი გახდება.
ინფორმაციისთვის, როგორც უცხოური მედია წერს, ვანსმა ერთხელ თქვა, რომ ის არასოდეს ყოფილა ტრამპის მხარდამჭერი.
ამასთან, სენატორმა ტრამპს „ამერიკის ჰიტლერი“ უწოდა.